- Advertisement -

ქობულეთში, ფიჭვნარში საბავშვო ბაღი 1 ივნისს საზეიმოდ გაიხსნება

ფიჭვნარში საბავშვო ბაღი 1 ივნისს საზეიმოდ გაიხსნება. დღეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები გაეცნენ. საბავშვო ბაღის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.

150 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი გასულ წელს აშენდა. სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად მერიამ 936 000 ლარზე მეტი დახარჯა.
სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობა მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით დაიგეგმა. დასახლებაში საბავშვო ბაღი ათწლეულების განმავლობაში არ არსებობდა. 

პროექტის ფარგლებში ორ სართულიანი შენობა აშენდა, რომელიც შშმ პირებისათვის ადაპტირებულია. საბავშვო ბაღში მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. საბავშვო ბაღის ეზოში მოეწყო გასართობი კუთხე, სადაც საბავშვო ატრაქციონები განთავსდა. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვა.

Comments
Loading...