- Advertisement -

ქობულეთში ცენტრალურ მაგისტრალზე კრიმინალური პოლიციის “პიკაპი” მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა

ქობულეთში ცენტრალურ მაგისტრალზე კრიმინალური პოლიციის "პიკაპი" მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დაშავებულები ქობულეთის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყავენს.

როგორც კლინიკაში "აიპრესს " განუცხადეს ავარიის შედეგად დაშავებული 5 ადამიანია მოთავსებული. მთავარი მენეჯერის რაულ პაქსაძის განცხადებით ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. ორმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება, ერთი კი დღის ბოლომდე დატოვებს კლინიკას. დაშავებულებს მოტეხილობები და დაჟეჟილობები და მცირე ტვინის შერყევა აღენიშნებათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Comments
Loading...