ქობულეთში “ციტრუსის ფესტივალი 2017” დაიწყო (ფოტოები) ქობულეთის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 27 დეკემბერი, 2017 413 ქობულეთში „ციტრუსის ფესტივალი 2017“ დაიწყო. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კარვები და ციტრუსის ნაყოფისაგან დამზადებული დეკორაციები დამონტაჟდა. „ციტრუსის ფესტივალი 2017“ დღეს 16:00 საათზე საზეიმოდ გაიხსნა. როგორც ქობულეთის მერია მირიან ქათამაძე სოციალურ ქსელში ფესტივალის დაწყებამდე წერს ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ციტრუსისაგან აწყობილი სხვადასხვა სკულპტურები, ასევე მოეწყობა სხვადასხვა გასართობი და სპორტული თამაშები. „ციტრუსის ფესტივალი 2017-ში“ მონაწილეობას მიიღებენ რეგიონში მოქმედი 40-მდე კომპანია და ფერმერები. „ციტრუსის ფესტივალი 2017“ აგროსერვის ცენტრის ორგანიზებით იმართება.