- Advertisement -

ქობულეთში 26 მაისი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში დილიდან საზეიმო განწყობაა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება. 

სადღესასწაულო ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება. საიბილეო თარიღის აღნიშვნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სახელობის სკვერიდან დაიწყება და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გადაინაცვლებს, სადაც სხვადასხვა მოეწყობა გასართობი, სპორტული და კულტურული ღონისძიება გაიმართება.

სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად ცენტრალურ მოედანზე ნახატების, ხელნაკეთი ნივთების, სუვენირებისა და სხვადასხვა სახის ნაწარმის გამოფენა მოეწყობა. საღამოს ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება, რომელიც გვიანობამდე გაგრძელდება.
 

Comments
Loading...