- Advertisement -

ქობულეთში, 4 წყალსადენ სისტემაზე დებეტის გასაზრდელად სამუშაოები მიმდინარეობს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. მიმდინარე წელს მერია წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად 5 მილიონამდე ლარს დაიხარჯავს. 

მუნიციპალიტეტის სოფლებში 4 წყალსადენ სისტემაზე დებეტის გასაზრდელად სამუშაოები დაწყებულია. სამუშაოებისთვის 795 600 ლარი დაიხარჯება. პროექტის განხორციელების შედეგად სამებაში, გვარაში, ხუცუბნსა და სკურას წყალმომარაგება გაუმჯობესდება, სოფლებში წლების მანძილზე ზაფხულობით მოსახლეობას სასმელ-სამეურნეო წყალი გრაფიკით მიეწოდება. დებეტის ნაკლებობის გამო ხდება წნევის ვარდნა, რაც უარყოფითად აისახება მოსახლეობაზე, რაც დისკომფორტს უქმნის მათ და ხშირად სამართლიანი პროტესტის მიზეზი ხდება. 

წყლის სისტემების სათავე ნაგებობებზე ჭაბურღილების მონტაჟი ხელს შეუწყობს წყლის დებეტის გაზრდას, რომლის შემდეგად შესაძლებელი იქნება მოსახლეობის შეუზღუდავი სასმელ-სამეურნო წყლით მომარაგება. ჭაბურღილების მონტაჟის შედეგად მოხდება არსებული რეზერვუარების მაქსიმალური ათვისება და წყალსაქაჩის წარმადობის გაზრდა, რაც სავსებით საკმარისი იქნება წყლის პრობლემის მოსაგვარებლად. 

Comments
Loading...