ქუთაისელი ექიმი დავით კანდელაკი ამერიკაში მეგობართან ერთად მოკლული იპოვეს ქუთაისი დამატების თარიღი 21 იანვარი, 2018 392 ამერიკაში გარდაცვლილი ქუთაისელი ექიმის მკვლელობასთან დაკავშირებით, დავით კანდელაკის მეზობლებს ინფორმაცია არ აქვთ. ქუთაისში, კოსტავას ქუჩის მცხოვრებლები გარდაცვლ ექიმს დადებითად ახასიათებენ და აცხადებენ რომ იგი ამერიკაში წლების წინ წავიდა: “გუშინ გავიგეთ საშინელი ამბავი რომ ამერიკაში მოგვიკლეს, არ ვიცით ზუსტად რა მოხდა ვინ მოკლა, დიდი ტრაგედია დატრიალდა. მისი ცოლ-შვილიც ამერიკის მოქალაქეები იყვნენ“-განაცხადა გარდაცვლილის მეზობელმა გია ბერეკაშვილმა.