- Advertisement -

ქუთაისის აეროპორტში ლარნაკას რეისი დაგვიანებით შესრულდება

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები ამ დრომდე ელოდებიან რეისს ლარნაკას მიმართულებით.

აღნიშნული რეისი 12:45- სთ ზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა მგზავრების განმარტებით რეისს 4 საათი დააგვიანდება.

მგზავრების ინფორმაციით, ფრენა 16:45 სთ მდე გადაიდო, რეისის გადადების მიზეზად კი თვითმფრინავზე სავარაუდოდ მეხის დაცემას ასახელებენ, რის გამოც საბერძნეთის მაგივრად თვითმფრინავი ბულგარეთში ქალაქ სოფიაში დაჯდა.

ამასთან დაკავშირებით აეროპორტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც განმარტებულია, რომ დაგვიანების მიზეზი ისაა, რომ ქუთაისი-კავალას რეისზე ხომალდზე მეხის დაცემის გამო თვითმფრინავი სოფიას აეროპორტში გადამისამართდა:

''მგზავრთა საყურდღებოდ!

დღეს 30 დეკემბერს, ავიაკომპანია Wizz Air რეისი W66401 ქუთაისი – კავალა, კავალას საერთაშორისო აეროპორტთან მიახლოვებისას, საჰაერო ხომალდზე მეხის დაცემის გამო, გადამისამართდა სოფიას საერთაშორისო აეროპორტში.

მგზავრების ტრანსპორტირება სოფიადან კავალას მიმართულებით უზრუნველყოფს ავიაკომპანია.

ამ ეტაპზე ბორტს უტარდება ინსპექცირება, რომლის დასრულების შემდეგ გაირკვევა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ავიაკომპანია.

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, თუ ბორტი შეასრულებს ფრენებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, დაგვიანებით შესრულდება დღეს 30 დეკემბერს დაგეგმილი რეისები:

W66403(ქუთაისი- ლარნაკა) გეგმიური გაფრენა 12:45,

W66409 (ქუთაისი- მემინგენი) გეგმიური გაფრენა 18:25,

ჩვენი გვერდის საშუალებით მიიღებთ ინფორმაციას ცვლილებების შესახებ.

ასევე, დეტალურ ინფომაციას რეისების და განრიგში ცვლილებების შესახებ მიიღებთ ჩვენი საინფორმაციოს საშუალებით: 0431 23 70 00; 0431 23 70 01.''

Comments
Loading...