ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი გახდა ipressტოპ სიახლე დამატების თარიღი 22 თებერვალი, 2019 97 ახალი რექტორი როლანდ კოპალიანი გახდა, რომელიც აკადემიურმა საბჭომ 15 ხმით აირჩია. რექტორობის კიდევ ერთმა კანდიდატმა დავით ნიშნიანიძემ საბჭოს მხოლოდ 2 წევრის მხარდაჭერა მიიღო. კოპალიანი, წერეთლის უნივერსიტეტს მომდევნო 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს. ახალი რექტორი სპეციალობით აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორია. სასწავლებლის უკვე ყოფილი რექტორი პროფესორი გიორგი ღავთაძე უნივერსიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე ორჯერ იყო არჩეული.