- Advertisement -

ქუთაისის გუბერნიის აპარატი: როცა შრომობ ადამიანი, ხელფასი უნდა აიღო, ხელფასის არ გაცემა, დანაშაულია!

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ხელფასების ზრდასთან დაკავშირებულ კრიტიკას პასუხობენ.

გუბერნიის აპარატის უფროსი გოჩა გაბუნია განმარტავს, რომ თუ გუბერნატორი და მისი მოადგილეები ამ დრომდე ხელფასს და დანამატს ერთდროულად იღებდნენ, მთავრობის დადგენილებით, ხელფასი და დანამატი გაერთიანდა და მას თანამდებობრივი სარგო ეწოდა.

"იმერეთის გუბერნიაში ხელფასები არ გაზრდილა. პირიქით, სახელფასო ფონდი 8 000 ლარით შემცირდა და გასულ წელს თუ ნახევარი მილიონი ლარი იყო, მიმდინარე წელს 492 000 ლარია. როცა შრომობ ადამიანი, ხელფასი უნდა აიღო. ხელფასის არ გაცემა, პირიქით, დანაშაულია," – ამბობს გოჩა გაბუნია.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამ დროისთვის შტატით გათვალისწინებული 31 და შტატგარეშე 5 ადამიანია დასაქმებული.

Comments
Loading...