- Advertisement -

ქუთაისის ერთ-ერთი საავადმყოფოდან ოჯახებს მიცვალებულები შეცდომით გაატანეს

ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ. გარდაცვლილები, ზესტაფონში ოჯახებს შეცდომით გაატანეს. ფაქტი ერთ-ერთმა ოჯახმა რამდენიმე დღეში აღმოაჩინა.

გარდაცვლილების ოჯახებმა მიცვალებულები დღეს გაცვალეს, დღესვე ზესტაფონში ორივე მათგანი დაასაფლავეს.

"საავადმყოფოში შეეშალათ მიცვალებულები, ოჯახის წევრებს თავიდან ეგონათ, რომ გარდაცვლილს სახე შეცვლილი ჰქონდა, მერე აღმოაჩინეს, რომ სხვა მიცვალებული იყო, დღეს ოჯახებმა გაცვალეს მიცვალებულები და უკვე დაასაფლავეს"- განაცხადა ერთ-ერთი გარდაცვლილოს ოჯახის მეზობელმა.

Comments
Loading...