- Advertisement -

ქუთაისის ერთ-ერთი სკოლიდან ბავშვები ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან, რამდენიმე ბავშვი ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ინტოქსიკაცია სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ ან სასმელმა წყალმა გამოიწვია. ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში ამ დროითვის ოთხი მოზარდია მოთავსებული, ორ მოსწავლეს კი რამდენიმე წუთში გადაიყვანენ. ექიმების ინფორმაციით, ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

Comments
Loading...