- Advertisement -

ქუთაისის კულტურის ცენტრში საზაფხულო კინოჩვენებები მიმდინარეობს

ა(ა)იპ "ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ორგანიზებით , საზაფხულო კინოჩვენებების ფარგლებში, ქუთაისის კულტურის ცენტრში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კინოჩვენება მოეწყო.

კინოჩვენებას უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის საზაფხულო სკოლის სტუდენტები დაესწრნენ. მათთვის მსოფლიო კინემატოგრაფიიდან თემატურად შეირჩა ჩარლი ჩაპლინის ფილმი – "დიდი ქალაქის ჩირაღდნები" , რომელიც ამერიკის 20-30 იანი წლების პერიოდს ასახავს.ფილმის დასრულების შემდეგ სტუდენტებთან დისკუსია გაიმართა.

ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის – რეზო ჩხეიძის შემოქმედებითი სახლის "ჯარისკაცის მამის" ინიციატივით, ქართული კინოს 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქუთაისის კულტურის ცენტრსა და შემოქმედებით სახლში კინოჩვენებები ივლისის თვეში პერმანენტულად მიმდინარეობს. ჩვენებებზე დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

აღნიშნული კინოჩვენებების ფარგლებში, გაერთიანების ორგანიზებით რამდენიმე საქველმოქმედო ჩვენებაც მოეწყო მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის.
საზაფხულო კინოჩვენებები კულტურის გაერთიანების ორგანიზებით ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება.

Comments
Loading...