- Advertisement -

ქუთაისის მერიამ, ჭავჭავაძის N 20 კორპუსის მაცხოვრებლებს დღეს გადასახური მასალა გადასცა

ქუთაისის მერიამ, ჭავჭავაძის N 20 კორპუსის მაცხოვრებლებს დღეს გადასახური მასალა გადასცა. მრავალბინიანი სახლის სახურავი ერთი კვირის უკან ხანძრის შედეგად დაზიანდა და ადგილობრივი მოსახლეობა სახურავის გარეშე დარჩა.

ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, აღნიშნული კორპუსის მოსახლეობას, სრულიად უსასყიდლოდ გადაეცა გადასახური მასალა, რომელიც საბინაო სამსახურის უფროსმა ჯონი არაბიძემ დღეს ადგილობრივებს გადასცა. შესაბამისად მალევე დაიწყება სამუშაოებიც.

Comments
Loading...