- Advertisement -

ქუთაისის მერიასა და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, ქუთაისის მერიასა და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, ქუთაისში პირველი საერთაშორისო გაეროს მოდელირების ჩატარება იგეგმება, რომელშიც მონაწილეობას ქუთაისთან დამეგობრებული 15 უცხოური ქალაქის წარმომადგენელი და 30 ქუთაისელი ახალგაზრდა მიიღებს.

ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქუთაისსა და მასთან დამეგობრებულ ქალაქებს შორის კომუნიკაციის გამყარების კუთხით. შეხვედრას ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, საკრებულოს სპორტის, კულტურის, ახალგაზრდობისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლორთქიფანიძე და საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი შორენა ხუხუა ესწრებოდნენ. მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.

პროექტში აქტიურად ჩაერთვება გაეროს განვითარების პროგრამა და მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლობა. მემორანდუმს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს საქართველოს წარმომადგენელმა მოაწერეს ხელი.

Comments
Loading...