- Advertisement -

ქუთაისის მერიასთან ზაზა სალარიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ახალგაზრდები და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები შენობასთან საყვირებით და წითელი ბარათებით მოვიდნენ.

მათი თქმით, ქუთაისის მერია ზეწოლას ახორციელებს სალარიძის ცოლზე და ცოლისდაზე. ისინი მოუწოდებენ ადგილობრივ თვითმმართველობას, გვერდით დაუდგნენ შვილმკვდარ ოჯახებს. ქუთაისის მერიაში ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და ამბობენ, რომ თვითმმართველობაში არცერთი მისი ნქთესავი არ მუშაობს და არც ზეწოლას ჰქონია ადგილი.

Comments
Loading...