ქუთაისის მერიაში “ახალგაზრდა ლიდერთა ზამთრის სკოლის” მონაწილეების დაჯილდოვება გაიმართა ქუთაისი დამატების თარიღი 5 აპრილი, 2018 204 დღეს ქუთაისის მერიის სხდომათა დარბაზში „ახალგაზრდა ლიდერთა ზამთრის სკოლის“ მონაწილეების დაჯილდოვება გაიმართა. სტუდენტებს სერთიფიკატები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ და დეპუტატებმა გადასცეს. დაჯილდოვებამდე მონაწილე ლიდერებმა პროექტების პრეზენტაცია მოაწყვეს. აღნიშნული პროექტები მათ ზამთრის სკოლის ფარგლებში მოამზადეს. „ზამთრის ლიდერთა სკოლა“ ორ ნაკადად 18 დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის დაბა ბორჯომში მოეწყო. მასში მონაწილეობა 80-მა ახალგაზრდამ მიიღო