- Advertisement -

ქუთაისის მერია “ნაცმოძრაობას”: ჩვენს ბალანსზე არსებული ავტომობილები თქვენს დროსაა ნაყიდი და გაფუჭებული

"ის ავტომობილები რომლებიც დღეს ქუთაისის მერიის ბალანსზეა, სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროსაა ნაყიდი და მათ მიერვე გაფუჭებული"- ასე ეხმაურება ქუთაისის მერია, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გია უკლებას მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც უკლება ქუთაისის მერს, მერიის ავტოპარკის გაყიდვისკენ მოუწოდებს.

"დღეს ამ ავტომობილების შენახვა ძალიან ძვირი უჯდება ბიუჯეტს. გასულ წლებში ავტომობილების შეკეთებასა და მომსახურეობაზე 64 000 ლარი იხარჯებოდა. ჩვენი ადმინისტრაციის პირობებში აღნიშნული ხარჯი 24 000 ლარი გახდა. ის ავტომობილები, რომლის შეკეთებაც ძალიან ძვირი ჯდება ქალაქის მერია აღარ გაარემონტებს. გაყიდის.

ჩვენ ვცდილობთ ეკონომია გავაკეთოთ ამ მიმართულებით და რაც შეიძლება ნაკლები ხარჯი გავწიოთ,"-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერიის ავტოპარკის გაყიდვის იდეით ქალაქის მერიას მიმართავს.

გია უკლებას განცხადებით ქუთაისის მერიის ავტოპარკის რაოდენობა 70 ავტომობილს შეადგენს. მათ შორის 6 ავტომობილი მაღალი გამვლობის ე.წ ჯიპის ტიპის მანქანას.

უკლებას ინფორმაციით მერიის ავტოპარკის ტექნიკური შეკეთების მომსახურეობის და საწვავის ხარჯმა, წელიწადში 448 000 ლარი შეადგინა.

უკლბა ქუთაისის მერს და მის მოადგილეებს მიმართავს ინიციატივით, რომ აღნიშნული თანხა შეჭირვებულ ადამიანებზე გადანაწილდეს, რადგან სოციალური პრობლემები ქალაქში წლიდან წლამდე იმატებს.

Comments
Loading...