- Advertisement -

ქუთაისის მერია სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის საახალწლო ამანათების დარიგებას აგრძელებს

„მადლიერების სახლის“ ბენეფიციარი ოჯახების წევრებს დღეს სასურსათო პროდუქტების ნაკრები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა პირადად გადასცა.

,,ქუთაისის „მადლიერების სახლის“ 800-მდე ბენეფიციარს საახალწლო ნობათები გადავეცით. ეს ადამიანები , წლებია „მადლიერების სახლში“ მზრუნველობას და ყურადღებას იღებენ.

საახალწლო სასურსათო ნობათები ტკბილეულობასთან ერთად, გადავეცით ჩვენს ბენეფიციარებს. თითოეულ მათგანზე 2021 წელსაც გავაგრძელებთ ზრუნვას და საჭიროებისამებრ დავეხმარებით.

,,მადლიერების სახლი”-ს ბენეფიციარების გადაადგილება მუნიციპალური ტრანსპორტის საშუალებით ვუზრუნველყავით და ადგილზე აიღეს საახალწლო ნობათები.

სიმშვიდის, ჯანმრთელობის და სიკეთის მომტანი იყოს ამ ადამიანებისთვის 2021 წელი,”_განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

Comments
Loading...