- Advertisement -

ქუთაისის მერია: ჩვენს ბალანსზე არსებული ავტომობილების შეკეთებისთვის 30 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადება, მიზანმიმართულად ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას რეალურად ქუთაისის მერიამ მის ბალანსზე არსებული ავტომობილების შეკეთებისთვის, 30 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადა რაც 30 000-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით ქუთაისის მერია მაქსიმალურად ცდილობს თანხების დაზოგვას და ამ თანხების მოსახლეობის საჭიროებებზე გადანაწილებას.

რაც შეეხება 340 000 ლარს ეს არის პრეისკურანტი ანუ, მერიის ბალანსზე არსებული ყველა ავტომობილის ნაწილის ღირებულება და არა ხელშეკრულების თანხა.

რაც შეეხება ახალი ავტომობილების შეძენას ამის ფუფუნება ნამდვილად არ აქვს ქუთაისის ბიუჯეტს და ამ კუთხით დამატებით ხარჯს ვერ გავწევთ,"-განაცხადეს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანიამ განაცხადა, რომ "ქუთაისის მერია მერიის ბალანსზე მყოფი ავტომობილების შენახვისათვის მიმდინარე წელს 800 000 ლარის დახარჯვას გეგმავს"

Comments
Loading...