- Advertisement -

ქუთაისის მერიის “პარკინსერვისი” : ხმები გაზრდილი ჯარიმების შესახებ არის მტკნარი სიცრუე

"შპს „პარკინგსერვისის“ საქმიანობის შედეგად 2016 წლის მდგომარეობით, ადგილობრივ ბიუჯეტში პარკირების სფეროდან საერთო ჯამში შესულია 266 761 ლარზე მეტი, მაშინ როცა 2015 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 30 000 ლარს შეადგენდა.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა იწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ავტომანქანის დაჯარიმებისას საჯარიმო ქვითრის ერთი პირის განთავსება ხდება ავტომანქანის საქარე მინაზე, ხოლო მეორე პირი დაჯარიმებიდან მაქსიმუმ 6 თვის ვადაში ეგზავნება ავტომანქანის მესაკუთრეს ბაზაში მითითებულ მისამართზე.

დაჯარიმებული მოქალაქე ვალდებულია ჯარიმის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში გადაიხადოს ჯარიმა, აღნიშნული ვადა განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის გასვლის შემდეგ პროგრამული უზრუნველყოფა ავტომატურად დაარიცხავს პირს საურავს 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

როგორც ჯარიმების თანხა, ასევე დაკისრებული საურავი სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში და 100 %–ით წარმოადგენს ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილებას. შპს „პარკინგსერვისის“ შემოსავალს შეადგენს მხოლოდ და მხოლოდ ავტომფლობელის მიერ შეძენილი პარკირების მოსაკრებლის თანხა.

მოარული ხმები, თითქოსდა დაჯარიმებულ ავტომფლობელებს სახლში ჩაბარდათ 300 ლარიანი საურავები, არის მტკნარი სიცრუე, ცილისწამებადა არაფრისმთქმელი იაფფასიანი პოლიტიკური ხრიკი წინასაარჩევნოდ.

აქვე იხილეთ ციტირება კანონიდან – ადმინისტრაციიულ სამართალდარღვევათა კოდექსის 3 და 4 პუქტები.

3. „ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

Comments
Loading...