- Advertisement -

ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით დღის ცენტრ “ღია სახლს”, ბენეფიციართა თერაპიის სრული კურსი დაუფინანსდება

ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების ერთერთ დღის ცენტრს, ბენეფიციართა თერაპიის სრული კურსი დაუფინანსდება.

დღის ცენტრი „ღია სახლი“ ამ პროგრამაში პირველად ერთვება. დაფინანსების საერთო ბიუჯეტი 30 000 ლარია. ქალაქის საახალწლო განათებისთვის 110 000 ლარი იყო გამოყოფილი, აქედან მერიამ ახალი განათებების შეძენაზე უარი თქვა, რამაც გააჩინა შესაძლებლობა, აღნიშნული 30 ათასი ლარი დაზოგილიყო.

„აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დღის ცენტრისთვის ამ პროგრამაში ჩართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. მიხარია, რომ დანაზოგი თანხით ეს საქმე კეთდება“- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

Comments
Loading...