- Advertisement -

ქუთაისის მერის პორტრეტის შემქმნელი: იტალიაში გამგზავრების თანხა ამ დრომდე არ მიგვიღია

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თვმჯდომარის ბრიფინგს,
ქუთაისის მერის პორტრეტის შემქმნელი, მხატვარი ლევან გოგიტაძე გამოეხმაურა. მხატვარი განმარტავს რომ მგზავრობის თანხა ამ დრომდე არ მიუღიათ.

მისი თქმით, თავდაპირველად მხატვრებს ქონდათ ინფორმაცია, რომ თანხას 500 ევროს ოდენობით იტალიაში მიიღებდნენ.

მისი თქმით, მერიიდან რამდენიმე დღის წინ აცნობეს, რომ თანხას თვის ბოლოს მიიღებენ.

“წასვლის დროს გვითხრეს, რომ თანხას ავიღებდით იტალიაში, რაც არ მოხდა, რამაც გაუგებრობა და უხერხულობა შეგვიქმნა, რადგან მასალების შესაძენი თანხა არ გვქონდა, მოვისესხეთ ერთმანეთისგან და ასე შეიქმნა ნახატები.

სხვა პრობლემა არ ყოფილა, მერიაში რამდენიმე დღის წინ გვითხრეს, რომ თანხები იტალიური მხარის მიერ დაირიცხება და თვის ბოლოს ავიღებთ”-განაცხადა გოგიტაძემ.

რაც შეეხება პორტრეტს, მხატვარის თქმით, თავდაპირველად კოზენცას მერის პორტრეტი შეიქმნა და შემდგომ, როდესაც გაიგეს, რომ გიორგი ჭიღვარიაც ჩავიდოდა შექმნა, პორტრეტი და ამით გამოხატა პატივისცემა მერის მიმართ, რომელმაც მათ ვიზიტს ორგანიზება გაუწია.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თვმჯდომარე გიგა შუშანია, მერიას სასამართლოში უჩივის.

მისივე თქმით, მერი დელეგაციასთან ერთად ბიუჯეტის ხარჯით წავიდა, კოზენცას დაფინანსებით მყოფი მხატვრებისთვის კი თანხა სრულად ჯერ არ გადაურიცხავთ.

Comments
Loading...