- Advertisement -

ქუთაისის მერი: გავამკაცრებთ რეგულაციებს თითოეულ სკვერზე!

"ჩვენ, პირველ რიგში, გვაქვს ამბიცია, რომ ქალაქს ჰქონდეს გენერალური განვითარების გეგმა, რაც არ ჰქონდა აქამდე, გენგეგმა მოგვცემს საშუალებას, უსახური შენობები ავაცილოთ ქალაქს, ასევე გამწვანების ზოლის შენარჩუნება, რადგან ამის არქონდა გვიქმნიდა სერიოზულ პრობლემებს. წელსვე დავიწყებთ მუშაობას გენგეგმის შესაქმნელად." – აცხადებს "აიპრესთან" ინტერვიუში ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

"აირესის" კითხვაზე: რაც შეეხება იმ პრობლემას, რასაც ბოლო პერიოდში არაერთი აქცია მიეძღვნა ქუთაისში, თითქმის ყველა პატარა სკვერში სადაც გამწვანება არსებობდა, მშენებლობები დაიწყო. მოსახლეობა მუდმივად აპროტესტებდა და აპროტესტებს ამას, აწყობენ აქციებს… როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას?- გიორგი ჭიღვარია განმარტავს:

"გავამკაცრებთ რეგულაციებს თითოეულ სკვერზე, რადგან ერთხელ და სამუდამოდ, სკვერი უნდა იყოს სკვერი. მეტი სკვერი უნდა მიემატოს ქალაქს და ამას გენგეგმა მოგვთხოვს, რადგან იქ გათვლილია მოსახლეობიდან გამომდინარე გამწვანების ზოლი რამდენი უნდა იყოს ქალაქში. ვიმუშავებთ ამ მიმართულებით. ჩვენთვის პრიორიტეტია მოსახლეობის ჯანმრთელობა, მაქსიმალურად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ქალაქი იყოს ეკოლოგიურად სუფთა."

Comments
Loading...