- Advertisement -

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ნიკეას ქუჩაზე სოციალურად გაჭირვებულ ოჯახში მივიდა

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ნიკეას ქუჩაზე სოციალურად გაჭირვებულ ოჯახში მივიდა. ნაილი თავხელიძის ხუთსულიან ოჯახში ყველა შეზღუდული შესაძლებლობის არის და მათ უკიდურეს გაჭირვებაში უწევთ ცხოვრება.

ამასთან ოჯახს სოციალური სააგენტოს მიერ სახელმწიფო დახმარებაც მოეხსნა. გიორგი ჭიღვარიას თქმით ადგილობრივი მტავრობა შუამდგომლობას გაუწევს აღნიშნულ ოჯახს რათა ფულადი შემწეობა კვლავ აღუდგეთ. ქალაქის მერი საკრებულოს დეპუტატებთან ერთად თავხელიძეების ოჯახში საურსათო პროდუქტებითა და საყოფაცხოვრებო აუცილებელი ნივთებით მივიდა.

„როდესაც დაგვიკავშირდა თავხელიძეების ოჯახიდან ქალბატონი და თავის პრობლემებზე გვესაუბრა, ჩვენ ოჯახში ვეწვიეთ მას. გარდა იმისა რომ დახმარება აღმოუჩინეთ ასევე ვაპირებთ ვუშუამდგომლოთ სოციალურ სააგენტოსთან რათა კანონის ფარგლებში მიიღოს ყველა ის სერვისი რაც მას ეკუთვნის“- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

Comments
Loading...