ქუთაისის მერი სტუდენტებს შეხვდა ქუთაისი დამატების თარიღი 17 ოქტომბერი, 2017 384 დღეს, ქუთაისის მერი შოთა მურღულია მერიის სხდომათა დარბაზში სტუდენტებს შეხვდა. 130-მა ქუთაისელმა სტუდენტმა გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა,- ამის შესახებ იფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. შოთა მურღულიამ ახალგაზრდებს მსგავსი ტიპის პროექტებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. საქართველოში საზაფხულო დასაქმების პროგრამის ერთადერთი პარტნიორი გერმანიის დასაქმების სამინისტროს მონაცემებით ქუთაისის ქართულ- გერმანული ცენტრია, რომელსაც ნანა მეგრელიშვილი ხელმძღვანელობს. აღნიშნულ პროექტში ქართულ-გერმანული ცენტრი 2007 წლიდან არის ჩართული. ახალგაზრდებმა ქუთაისის მერს სხვადასხვა პროექტებში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.