ქუთაისის მერი: ხმა მივეცი ქვეყნის ევროპულ მომავალს ipressტოპ სიახლე დამატების თარიღი 28 ოქტომბერი, 2018 166 “ხმა მივეცი მშვიდ და სტაბილურ საქართველოს, ქვეყნის ევროპულ მომავალს,”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, რომელიც ქუთაისში მე-15 საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა საკუთარი არჩევნის დასაფიქსირებლად. “ხმა მივეცი ზეპარტიულ კანდიდატს, რომელიც მთელი ქვეყნის გამაერთიანებელი იქნება და კონსტიტუციით მისთვის განსაზღვრული უფლებების პირნათლად შესრულებას შეძლებს. მჯერა, ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი ქვეყნისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს,”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ. არჩევნები 2018გიორგი ჭიღვარიაქუთაისი