- Advertisement -

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოადგილეები წარადგინა

დღეს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ახალი მოადგილეები წარადგინა. ქუთაისის მერს სამი მოადგილე ეყოლება. ვიცე მერის პოზიციაზე გიორგი ჭიღვარიამ გიორგი იობაშვილი წარადგინა. გიორგი იობაშვილი თვითმმართველობაში იყო დასაქმებული და ვაკის უბნის ტერიტორიულ ორგანოში მუშაობდა, .პროფესიით იურისტია. ასევე არის პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი.

მერის მოადგილეები გახდნენ ასევე ნინო თვალთვაძე და იუზა უგულავა.

ნინო თვალთვაძე არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობდა, სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალს. 2014 წლიდან დაიკავა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღამასრულებელი დირექტორის თანამდებობა.

იუზა უგულავა ბოლო პერიოდში ხონის გამგებლის მოადგილე იყო.

„მე მოვედი ჩემი გუნდით და მჯერა მათი ბიოგრაფიის, წარსულისა და პროფესიონალიზმის, ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს გავუკეთებთ ქალაქს“- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ. მერის სამივე მოადგილე მუშაობას უკვე შეუდგა.

Comments
Loading...