ქუთაისის მერმა დედის დღე საპატრულოს პოლიციის თანამშრომელ დედებს მიულოცა ქუთაისი დამატების თარიღი 3 მარტი, 2018 301 მერი მათ სამუშაო ადგილზე ესტუმრა და სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით ქალების როლი სახელმწიფოს განვითარებასა და კეთილდღეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამიტომ მათ მიმართ მეტი ყურადღებაა საჭირო. ,,დედის დღე მივულოცეთ საპატრულოს თანამშრომელ ქალბატონებს, რომლებიც დღესაც არ ისვენებ და მათთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეს ჩვენს ქვეყანას ემსახურებიან. მათი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.