- Advertisement -

ქუთაისის მერმა, იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლებმა მერაბ კოსტავას ძეგლს პატივი მიაგეს

ქუთაისის მერმა, იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლებმა, ქუთაისის მაჟორიტარებმა და საკრებულოს წევრებმა, ცენტრალურ მოედანზე გამოფენილი სამხრდრო ტექნიკა დაათვალიერეს, რომლის შემდეგაც მერაბ კოსტავას ძეგლს პატივი მიაგეს.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება ქალაქის ცენტრალური ბაღისა და რეაბილიტირებული უბნის ტერიტორიაზე.

ცენტრალურ ნაწილში ცისფერყანწელთა თემაზე გაიმართება პერფორმანსი, ეწყობა XIX და XX საუკუნის სტილში ჩაცმულთა სახალხო სეირნობა, აგრეთვე, წარმოდგენილი იქნება პანტომიმის და ნიღბების მსახიობების მონაწილეობით და საბავშვო წარმოდგენები.

მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები.

2018 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წელი სრულდება.

Comments
Loading...