- Advertisement -

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მრჩეველთა საბჭო წარადგინა

მერის მრჩეველთა საბჭო საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან შეირჩა. საბჭოს წევრების წარდგენას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, მერის მოადგილეები.

“მერის მრჩეველთა საბჭოს წევრები წარვუდგინეთ საზოგადოებას. ესენი არიან თავიანთ საქმიანობებში წარმატებული ადამიანები, რომლებსაც ყველა ვიცნობთ და ვაფასებთ, არა მარტო ჩვენს ქალაქში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მადლობა მინდა ვუთხრა მრჩეველთა საბჭოს წევრებს, რომ გამოეხმაურნენ ჩვენს შეთავაზებას და გვერდით დაგვიდგნენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
მერმა მრჩეველთა საბჭოს ის მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები გააცნო, რომელთა განხორციელება ქუთაისშია დაგეგმილი. ასევე, ისაუბრა ქალაქში ჩატარებულ და მიმდინარე სამუშაოებზე.

Comments
Loading...