- Advertisement -

ქუთაისის მერმა მუშაობის 100 დღე შეაჯამა

გიორგი ჭიღვარიას 100 დღის შეჯამება არასამთავრობო სექტორთან და ადგილობრივ მედიასთან ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში გაიმართა. შეხვედრაზე საზოგადოებას იმ პროექტების შესახებ ესაუბრეს, რასაც ქუთაისის მერია მიმდინარე წელს გეგმავს, მათ შორის ისეთ მასშტაბურ პროექტზე, როგორიც არის მდინარე რიონის სანაპიროზე დასახლებულული უბნის სრული რეაბილიტაცია. 

ქალაქის მერმა მისი არჩევიდან ასი დღის მანძილზე გაწეულ მუშაობაზე ანგარიში ჩააბარა, რომლის შემდეგ მოეწყო კლიპის პრეზენტაცია. რამდენიმე წუთიან ვიდეო რგოლში მოკლედ არის ასახული ის საქმიანობები და აქტივობები, რაც ქუთაისის მერიამ ბოლო პერიოდში გასწია.

ჭიღვარიას განცხადებით, მერიის პრიორიტეტად სოციალური და ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებაა.
„ამასთან ჩვენი მიზანია გამჭირვალე და ანგარიშვალდებული მთავრობის არსებობა , რათა ყოველი მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი იყოს ნებიმიერი სერვისები“- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

Comments
Loading...