- Advertisement -

ქუთაისის მერმა ქუთაისის “აიას” მორაგბე მირიან მოდებაძე დააჯილდოვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გერმანიას უმასპინძლა. შეხვედრა ქუთაისში, “აიას მოედანზე” გაიმართა და საქართველოს გამარჯვებით 52:3 დასრულდა. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები ერთი ტურით ადრე გახდა რაგბი ევროპის გამარჯვებული. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრებისა და ქუთაისის “აიას” მორაგბე მირიან მოდებაძე დასახელდა, რომელიც ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დააჯილდოვა.

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბოლო ტურის შეხვედრას 17 მარტს კრასნოდარში რუსეთთან გამართავს.

Comments
Loading...