- Advertisement -

ქუთაისის მე-3 ბაგა-ბაღს ახალი კორპუსი ექნება

დღეს ადგილზე მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ვიცე-მერ გიორგი იობაშვილთან და ააიპ ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა.

ქუთაისის მერის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა კვლავ გაგრძელდება და რამდენიმე ბაღს ახალი კორპუსი დაემატება, იმისთვის რომ ჯგუფების განტვირთვა მოხდეს და ბავშვები კომფორტულ გარემოში გაიზარდონ. სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება და შენობა ექსპლუატაციაში გაეშვება.

,,ახალი კორპუსი იქნება თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი და ბაღს კიდევ 2 ჯგუფი დაემატება სველი წერტილებით. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მომავალი თაობა და მათი ჯანსაღ, კომფორტულ გარემოში აღზრდაა,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

Comments
Loading...