- Advertisement -

ქუთაისის მე-4 ბაგა ბაღს ახალი კორპუსი ემატება

ქუთაისის მე-4 ბაგა ბაღს ახალი კორპუსი ემატება. დღეს ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ვიცე მერ გიორგი იობაშვილთან და ბაღების ააიპის ხელმძღვანელთან ერთად მე-4 ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

კორპუსის მიშენების შემდეგ, შენობას ახალი ჯგუფი და სამზარეულო დაემატება, რომელიც ამ დრომდე ეზოში იყო. ბავშვები კი ახალ ჯგუფში გადანაწილდებიან. პროექტის მიზანი ბაგა-ბაღის გაფართოება და პატარებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. მიშენების სამუშაოები თებერვლის ბოლოს დასრულდება და ექსპლუატაციაში გაეშვება.

​"ბავშვთა დიდი კონტიგენტის გამო ქალაქის მერიამ გადაწყვიტა აღნიშნულ ბაღში კორპუსის დამატება, რომლის შემდეგ ბაღს თანამედროვე სტანდარტების სამზარეულო და ჯგუფი ექნება. ეს ხელს შეუწყობს, როგორც პატარებისთვის ისე თანამშრომლებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნას,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

Comments
Loading...