- Advertisement -

ქუთაისის საკრებულოსთან, დასავლეთ საქართველოს ქალაქების საკრებულოების წევრებმა ენმ-დან, ბრიფინგი გამართეს

ქუთაისის საკრებულოს შენობის წინ, დასავლეთ საქართველოში, ყველა ქალაქის საკრებულოს წევრებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ბრიფინგი გამართა. 

მათი განცხადებით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ „ ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძალისმიერ მმართველობაზეა გადასული. ამაზე კი მიუთითებს ცოტა ხნის წინ თბილისში მიმდინარე პროცესები, რომლის დროსაც ყოველგვარი არგუმენტირების გარეშე დააკავეს დეპუტატები ნიკა მელია და ირაკლი ნადირაძე.

საკრებულოს წევრების განმარტებით, ორიოდე დღის წინ კი პროცესებმა ოზურგეთში გადაინაცვლა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრს ბესო ქათამაძეს, "ქართული ოცნების" დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მათი განცხადებით, ხელისუფლება კვლავ იყენებს თავის გავლენებს სამართალდამცავ უწყებებზე და ხელს უშლის საქმის სამართლიან გამოძიებას.

ისინი პარასკევს ოზურგეთში ჩავლენ და სოლიდარობის აქციას გამარავენ.

Comments
Loading...