ქუთაისის საკრებულოს დარბაზი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დატოვეს ქუთაისი დამატების თარიღი 20 ნოემბერი, 2017 342 ქუთაისში, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილეებს, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს აირჩევენ. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გია უკლებამ განაცხადა, რომ ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, რადგან როგორც უკლებამ განმარტა, არჩევნები არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ყველაზე უარესი იყო ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს შორის. უკლებას "ქართული ოცნები"-დან უპასუხეს, რომ თუ კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებდა, "ნაციონალებს" შეეძლოთ სხდომათა დარბაზი დაეტოვებინთ, რასაც საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა. "ნაცუონალური მოძრაობის" წევრებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზი დატოვეს.