- Advertisement -

ქუთაისის საკრებულოს ინიციატივით გამოცხადებული ეზოების კონკურსი დასრულდა

საუკეთესო ეზოს შერჩევისთვის შექმნილმა კომისიამ ქალაქის მაშტაბით ხუთი საუკეთესო ეზო შეარჩია. „გამარჯვება“-არაყიშვილის N8, „ავტოქარხანა“- ძოძუაშვილის N10ა, „ნიკეა“- ნიკეას მე-2 შეს. N4, „ქალაქ მუზეუმი“-წმ. ნინოს N6, „ძელქვიანი“-ჭავჭავაძის N1ა.

შერჩეული ეზოებიდან კომისიამ საუკეთესო სტატუსი "ავტოქარხნის" ტერიტორიულ ერთეულში, ძოძუაშვილის N10ა-ში მდებარე ეზოს მიანიჭა. კონკურსის თანახმად გამარჯვებულს თვითმმართველობა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტს დაუფინანსებს, რომელსაც ამხანაგობა თავად აირჩევს.

Comments
Loading...