- Advertisement -

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობამ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭა

მიმდინარე წლის ბიუჯეტმა 54 მილიონი შეადგენა. საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას განცხადებით, ქალაქის ბიუჯეტი არის დაბალანსებული და გათვლილია მოსახლეობის და ქალაქის ინტერესებზე.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ "ევროპული საქართველოს" წევრებს, მათი თქმით, ნაჩქარევად მიღებული ბიუჯეტის დამტკიცების პასუხისმგებლობას არ აიღებენ.

ბიუჯეტს რეგიონული ფონდიდან 8 მილიონი დაემატება და 62 000 000 გახდება.

საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა.

Comments
Loading...