ქუთაისის სამხარეო სამმართველოში ტყიბულის შახტში მომუშავე სამთო და ამფეთქებელ ოსტატებს კითხავენ ქუთაისი დამატების თარიღი 19 ივლისი, 2018 214 ქუთაისის სამხარეო სამმართველოში ტყიბულის შახტში მომუშავე სამთო და ამფეთქებელ ოსტატებს კითხავენ. სამართალდამცავებმა დღეს ექვსი ადამიანი უნდა გამოკითხონ. სამი დასაქმებული უკვე დაიკითხა.მათი ინფორმაციით, სამართალდამცავები ძირითადად ინტერესდებოდნენ, თუ სად იმყოფებოდნენ შემთხვევის დროს და რომელ ცვლაში მუშაობდნენ. ერთ-ერთი სამთო ოსტატის მურთაზ არაბიძის თქმით, შემთხვევა მეოთხრ ცვლაში მოხდა, თავად კი მეორე ცვლაში მუშაობდა. დაკითხულების ნაწილს მედიასთან საუბარი არ სურს.