ქუთაისის სკოლამდელ დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო ქუთაისი დამატების თარიღი 25 სექტემბერი, 2017 358 დღეს ქუთაისში ახალი სასწავლო წელი სკოლამდელ დაწესებულებებში დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. ქუთაისის მე-19-ე ბაღს ქალაქის მერი შოთა მურღულია, მერის მოადგილე გიორგი იობაშვილი , ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ. მათ აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. ბაღის აღსაზრდელებმა სტუმრებისთვის მცირე პერფორმანსი მოაწყვეს. ქუთაისში 37 ბაგა-ბაღია , სადაც წელს 11 000-მდე აღსაზრდელი დაფიქსირდა.