ქუთაისის ცენტრალურ ბაღში 75 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა ქუთაისი დამატების თარიღი 7 იანვარი, 2018 275 როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი ბაღში საუბრობდა, რა დროსაც ის მოულოდნელად გარდაიცვალა. " ემოციური ადამიანი იყო, გულზე ნაოპერაციები, მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა"- აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.