ქუთაისის №120-ე საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა ქუთაისი დამატების თარიღი 21 ოქტომბერი, 2017 380 არასამთავრობო ორგანიზაცია "ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნულ უბანზე გადასატან ყუთში, ბიულეტინებზე არ იყო მითითებული ამომრჩევლის პირადი ნომრები, აღნიშნულის გამო ბიულეტინები ბათილად უნდა გამოცხადდეს. 120-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის გიორგი ფანჩულიძის თქმით, ადგილი ქონდა დაუდევრობას, რაც შეეხება ხმების ბათილად ცნობას, უბნის თავმჯდომარე მიიჩნევს რომ ხმების ბათილად ცნობა საჭირო არ არის.