ქუთაისის №59-ე საარჩევნო კომისიაში 12 საათის მონაცემებით 9 409 ამომრჩეველმა მისცა ხმა ქუთაისი დამატების თარიღი 12 ნოემბერი, 2017 271 ქუთაისის №59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით 12 საათისთვის 9 409 ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც საერთო რაოდენობის 6.17 პროცენტია. ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, აღნიშნული მონაცემებით თითქმის 11 000 ამომრჩევლით ჩამორჩება წინა ტურს. ამ დროისთვის №59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, პროცედურულ დარღვევებთან დაკავდირებით საჩივრები არ გაზრდილა, კომისიაში სულ ორი საჩივარია შესული.