- Advertisement -

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს ქალაქის საკრებულოში რიგგარეშე სესიაზე განიხილავენ

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს ქალაქის საკრებულოზე ამ წუთებში რიგგარეშე სესიაზე განიხილავენ და დღესვე მოხდება პროექტის დამტკიცებაც.

ბიუჯეტის ახალი პროექტი კომისიის სხდომებზე უკვე განიხილეს.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საკრებულოს სხრომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, მათი თქმით ბიუჯეტის განხილვა ზეპირსიტყვიერად მოხდა და ასევე მერიამ არ გაითვალისწინა მათი ინიციატივები. მათივე განცხადებით, ბიუჯეტის განხილვა კანონდარღვევით მოხდა.

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტი 54 მილიონ ლარს შეადგენს.

ქალაქის მერია რეგიონული განვითარების ფონდიდან დამატებით 8 მილიონ ლარს ელოდება.

ქალაქის მთავარ ფინანსური დოკუმენტს, საკრებულოს ქუთაისის მერიის საბიუჯეტო განყოფილების ხელმძღვანელი ტარიელ მაკარიძე აცნობს.

Comments
Loading...