- Advertisement -

ქუთაისის 59 – ე საოლქო საარჩევნო კომისიამ 38 საჩივარი განიხილა

ქუთაისის 59 – ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დასრულა. კომისიამ სულ 38 საჩივარი განიხილა, რომელის უმეტესობა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიერ იყო დაწერილი.

საჩივრების ნაწილი დაკმაყოფილდა,რამდენიმე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს შენიშვნა გამოუცხადეს,ბიულეტინების ბათილობის საკითხი კი დღის წესრიგში არ დამდგარა.საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, ყველა საჩივარი პროცედურული ხასიათისაა,რაც იმას ნიშნავს ,რომ არჩევნების შედეგებზე რაიმე სახის ზეგავლენას ვერ მოახდენს.

Comments
Loading...