ქუთაისის 91-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე “ნაცმოძრაობას” ცილისწამებაში ადანაშაულებს ipressტოპ სიახლე დამატების თარიღი 28 ნოემბერი, 2018 62 ქუთაისის 91-ე საუბნო საარჩევნო კომისიის უბნის უფროსი “ნაციონალურ მოძრაობას” ცილისწამებაში ადანაშაულებს. თეა დადვანის თქმით, რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა ტელეფონით გადაღებული ვიდეოკადრები,სადაც თითქოს ის ამომრჩეველს საარჩევნო უბნის გარეთ თანხას სთავაზობდა. უბნის უფროსის მტკიცებით, მსგავსი ფაქტი არც კადრებში ჩანს და არც თანხა გადაუცია ვინმესთვის. დადვანი საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სასამართლოში გეგმავს. ქუთაისი