ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ორი კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმს დაუბრუნდა რეგიონებიტოპ სიახლე დამატების თარიღი 19 თებერვალი, 2021 128 ამის შესახებ სკოლის დირექტორმა მურად ჯიშკარიანმა ,,აიპრესთან“. საუბრისას განაცხადა. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში სწავლებას მე-11 და მე-7 კლასის მოსწავლეები გააგრძელებენ, ამის მიზეზი აღნიშნული კლასის მოსწავლეებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა გახდა. თვითიზოლაციაში ასევე გადავიდა სკოლის 5 მასწავლებელი, მოხდება მათი და კონტაქტში მყოფი ყველა პირის covid19-ზე გატესტვა. შეგახსენებთ, ქუთაისში სწავლა 15 თებერვალს განახლდა. 1250-მდე მოსწავლემ კი ისევ ონლაინ გაკვეთილებზე დარჩენა არჩია. სკოლაქუთაისი