ქუთაისი მერმა საჯარო ბიბლიოთეკის წინ ჰიმალაის კედარი დარგო ქუთაისი დამატების თარიღი 22 მაისი, 2018 567 ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის წინ წიწვოვანი ჯიშის ჰიმალაის კედარი დარგეს. აღნიშნულ ადგილზე ას წელზე მეტი ხნის ხე იდგა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ძლიერმა ქარმა მოგლიჯა. ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას ინიციატივით აღნიშნულ ადგილზე, ზუსტად იმავე სახეობის ხე ჰიმალაის კედარი დარგეს. "მივიღეთ გადაწყვეტილება ზუსტად ამ ადგილზე კვლავ იყოს იგივე ხე. ეს არამარტო ჩვენი არამედ ჩვენი მოქალაქეების სურვილიც იყო. ძლიერი ქარის შედეგად ძველი ნარგავი განადგურდა და გადავწყვიტეთ აღნიშნულ ადგილზე ჰიმალაის კედარი დაგვერგო,“- განაცხადა ქალაქის მერმა. გიორგი ჭიღვარიასთან ერთად ხის დარგვაში მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ მიიღეს მონაწილეობა.