ქუთაისში, მოქალაქე არჩევნებზე მხოლოდ მას შემდეგ დაუშვეს, რაც დეტექტორზე შემოწმება გაიარა ipressბათუმი დამატების თარიღი 28 ოქტომბერი, 2018 72 მოქალაქე ქეთევან გაბრიაძემ, 49-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი მას შემდეგ გააკეთა, რაც საარჩევნო კომისიაში დეტექტორზე შემოწმება გაიარა. აღნიშნულის გამო, 49-ე უბანზე დაპირისპირებას ქონდა ადგილი, დამკვირვებლები აცხადებდნენ რომ აღნიშნულ მოქალაქეს მარკირება უკვე გავლილი ქონდა. ამის შემდეგ უბანზე დაპირისპირებას ქონდა ადგილი. “ძალიან გაუმარავი ტექნიკა აქვთ, როცა ვიღაცა ბრალს გდებს რომ მარკირება გაქ და ცირკის ჯამბაზი ხარ საშინელებაა ეს ფაქტი. წავედი საოლქოში, გაირკვა რომ მარკირება არ მქონდა გაკეთებული. ვერავინ. მე სუნამოც მაქვს დღეს ხელზე დასხმული და მანდარინიც ვჭამე, მაგრამ ამას ტექნიკა უნდა ანსხვავებდეს”-განაცხადა ქეთევან გაბიანმა. ამომრჩეველიარჩევნები 2018დეტექტორიქუთაისი