- Advertisement -

ქუთაისში, ამომრჩეველმა სიაში ხუთი წლის წინ გარდაცვლილი შვილი აღმოაჩინა

ქუთაისის 118-ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველმა სიაში ხუთი წლის წინ გარდაცვლილი შვილი აღმოაჩინა.

თამარ ლომსაძის განმარტებით, მაშინ როცა სიაში საკუთარ თავს ეძებდა, შვილის ფოტო ნახა და კომისიას დაუყინებლივ ფაქტზე რეაგირება მოსთხოვა.

ქალბატონი ითხოვს გაუქმდეს ბიულეტინი. მისივე განმარტებით, გარდაცვლილი ბიჭი კედლის სიაში არ ფიქსირდება, თუმცა დავით ლომსაძის სახელი გვარი სამაგიდო სიაში აღმოჩნდა.

კომისიის თავმჯდომარის თქმით, დაინტერესებულმა პირმა ცესკოს უნდა მიმართოს.

Comments
Loading...